ვარსკვლავური ომების სამყაროსადმი მიძღვნილ ვიკი-ენციკლოპედიაში, რომლის რედაქტირება ნებისმიერს შეუძლია.
რესპუბლიკის შექმნამდე განვითარებული მოვლენებიდან კლონების ომებამდე, იმპერიის დაარსებიდან მის დამხობამდე და მეტიც — ამის შესახებ მოთხრობილია ვიკიში არსებულ დაკავშირებულ სტატიებში.
ვიკიში წარმოდგენილია გვერდები სხვადასხვა სახის ინფორმაციით ჯორჯ ლუკასის მიერ ჩაფიქრებული სამყაროს და შემდგომში შექმნილი ფილმების, ტელესერიალების, წიგნების, კომიქსების, თამაშების, სხვა ნაწარმის, დაკავშირებული მოვლენების, პიროვნებების თუ ცნებების შესახებ.
ჰოლოპედიაში შეგხვდებათ ცნობები როგორც ლეგენდებში (ყოფილ ვარსკვლავური ომების გაფართოებულ სამყაროში) გადატანილ, ასევე ამჟამად კანონიკური სტატუსის მქონე თემებზე.
სტატიები: 19 674 (კანონი: 8 618 • ლეგენდები: 143 • ნამდვილი სამყარო: 673 და სხვები...)
ყველა გვერდი: 19 674 • აქტიურობა: 1 554 989 • ფაილები: 29 100 • აქტიური მომხმარებლები: 11

ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება, დისტრიბუციაში ცნობილი როგორც ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება, არის 2019 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია ჯ.ჯ. აბრამსი, ხოლო სცენარის ავტორები — აბრამსი და კრის ტერიო. იგი არის რიგით მესამე და უკანასკნელი ფილმი ვარსკვლავური ომების სიკველების ტრილოგიაში. ფილმის პროდიუსერია Lucasfilm-ის პრეზიდენტი კეთლინ კენედი. სურათში გაგრძელდა აბრამსის მიერ გადაღებულ 2015 წლის ძალის გამოღვიძებაში და რაიან ჯონსონის 2017 წლის უკანასკნელ ჯედაიში განვითარებული ამბავი. თავად Lucasfilm სკაიუოკერის აღზევებას უწოდებს სკაიუოკერების საგის უკანასკნელ ფილმს. სკაიუოკერის აღზევებაში მონაწილეობენ მსახიობები კერი ფიშერი, მარკ ჰემილი, ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა, ოსკარ აიზეკი, ენტონი დენიელსი, ნაომი ეკი, დონალ გლისონი, რიჩარდ ე. გრანტი, ლუპიტა ნიონგ'ო, კერი რასელი, იონას სუოტამო, კელი მარი ტრანი, ისევე, როგორც იენ მაკდერმიდი და ბილი დი უილიამსი. კერი ფიშერი გამოჩნდა გარდაცვალებამდე, 2016 წელს გადაღებული გამოუყენებელი დუბლებით ძალის გამოღვიძებიდან. IX ეპიზოდის გამოშვების შესახებ პირველად ცნობილი გახდა, როდესაც The Walt Disney Company-მ 2012 წელს შეიძინა Lucasfilm. თავდაპირველად ამ ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი უნდა ყოფილიყო კოლინ ტრევორო, მაგრამ 2017 წლის სექტემბერში მან დატოვა პროექტი Lucasfilm-თან "შემოქმედებითი უთანხმოებების" საფუძველზე. 2017 წლის 12 სექტემბერს აბრამსი და ტერიო გამოაცხადეს რეჟისორად და სცენარისტად. წაიკითხეთ ვრცლად...
- 1951 — დაიბადა დეივიდ ბიშოფი.
- 1953 — დაიბადა ჯონ მარკ დემატისი.
- 1969 — დაიბადა რალფ აინესონი.
- 1969 — დაიბადა პატრიკ ო'კეინი.
- 1981 — გამოიცა ვარსკვლავური ომები (1977) 57.
- 1984 — გამოიცა Return of the Jedi Weekly 78.
- 1999 — გამოიცა რბილყდიანი კრებული ვეიდერის მისია.
- 2004 — გამოიცა იმპერია 27.
- 2005 — Wizards of the Coast-ის საიტზე გამოქვეყნდა სტატია დამშვიდობება.
- 2005 — Wizards of the Coast-ის საიტზე გამოქვეყნდა სტატია ცხოვრება მილოს თანახმად.
- 2009 — გამოვიდა Star Wars Galaxies Trading Card Game-ის მეექვსე დამატება The Nightsister's Revenge.
- 2010 — გამოიცა მემკვიდრეობა — ომი 1.
- 2011 — გაითიშა Star Wars Galaxies-ის სერვერები.
- 2011 — გამოვიდა Star Wars: Clone Wars Adventures-ის დამატება უმბარას ბრძოლით.
- 2011 — დაგეგმილი იყო Star Wars: The Old Republic-ზე წვდომის პირველი დღე, თუმცა გაშვება 13 დეკემბერზე გადაიტანეს.
- 2011 — გამოიცა Star Wars: The Clone Wars Comic UK 6.28.
- 2014 — გამოიცა ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: უფრთხილდი ინკვიზიტორს!.
- 2014 — გამოვიდა საბავშვო სათამაშო წიგნი ფაქტიურობების სრული კოლექცია: Angry Birds Star Wars.
- 2015 — აშშ-ში გამოიცა Star Wars Rebels Magazine 2.
- 2017 — კინოთეატრებში გამოვიდა ფილმი ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი.
- 2017 — გამოიცა უკანასკნელი ჯედაის საუნდტრეკი.
- 2017 — გამოიცა უკანასკნელი ჯედაის თანმხლები წიგნები: მხატვრობა, ჩუი და პორგები, 5 წუთიანი მოთხრობების საპასუხო შეტევა, რეის მოგზაურობა, როუზის და ფინის საიდუმლო მისია, BB-Ate, სათამაშო წიგნი სტიკერებით, ბომბდამშენის ეკიპაჟი, წიგნი და მოდელი, ესკადრილია "კობალტი", გალაქტიკის გმირები, დაუჯერებელი განივი კვეთები, ვიზუალური ლექსიკონი და სტიკერების სრული კოლექცია.
- 2019 — Disney XD-ზე ნაჩვენებია წინააღმდეგობის ეპიზოდი "სადგურიდან სადგურამდე".
- 2020 — ესპანეთში გამოიცა სინათლის მახვილები და ჯედაების აღჭურვილობა.
- 2020 — გამოიცა Star Wars Insider 199.
- 2021 — გამოიცა აყვავებული რესპუბლიკა (2021) 12.
- 2021 — გამოიცა აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: წელიწდეული 2021.















